World Without Dogmata

მოდიიიიიიიიიიიის, რევოლუცია მოდიიიიიიიიიიიიიიიიის! :))))))საცხრააპრილო მზადება:)

` ნატვრის ხეში` რომ არის – რევოლუცია მოდის გუგუნითო, ეს სიტყვები მახსენდება:))))))) ისე, სათაური ჟღერადობით რაღაცნაირად წააგავს `გივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი`-ს (მგონი, გაცილებით მეტი ი უნდა დამეწერა). 

მაგრამ, სინამდვილეში, გივისთან საერთო არაფერი აქვს. რისი დაწერა მინდოდა და საიდან დავიწყე:) მოკლედ, ასე იყო :

მომავალი `რევოლუციის`  მოლოდინში რუსთაველი შემოგვეზომა:))))))

იყო იდეა, დათო პაიჭაძის (ლექტორია ჩვენი) – მოდით, გავზომოთ რუსთაველი! გავიგოთ, დახლოებით რამდენი ადამიანი ეტევა ამ `ისტორიულ` ადგილას! მართლა ძალიან დამაინტერესა. სიმართლე რომ ვთქვა, წმინდა ჟურნალისტური ინტერესი არ მამოძრავებდა. ჩემი არაკეთილგანწყობა მინდოდა გამომეხატა დაგეგმილი აქციისადმი. საერთოდ, მიყვარს, ფაქტებით საუბარი (ვის არ უყვარს)

დილაუთენია ავდექი!, ცოტა კი მეზარებოდა, მაგრამ ყველანაირი დილის ძილის დარღვევით განცდილი დისკომფორტი გვერდით გადავდე, საქმეზე მეჩქარებოდა:) ჩემი სახლიდან, მეტრომდე (ვაგზლის მოედნამდე) სირბილით ჩამოვედი, შეუსვენებლივ, 5მეტრიანი საზომით ხელში. გვანცას უნდა შევხვედროდი 8-ს რომ 20 წუთი აკლდა:) შევხვდი და თავისუფლების მოედანზე ამოვედით. ორივეს გვიხაროდა, მაგრამ, პირადად ჩემთვის რომ გეკითხათ რა გიხარიაო, ვერ გიპასუხებდით! ბატონი დათო უკვე ადგილზე დაგვხვდა. იმ ქუჩების სახელებს იწერდა, თუ, სავარაუდოდ, საიდან სადამდე დადგება პოტენციურად `გამარჯვებული ხალხი`!  

მისვლისთანავე შევუდექით საქმიანობას. დაცვა მაშინვე დაინტერესდა. ახსნა-განმარტებების შემდეგ `ლიცენზია` მოგვცეს:) გავზომეთ მოსწავლეთა სასახლედან მაგთის ოფისამდე, რომელიც ბესიკის ქუჩამდეა. შემდეგ დავადგინეთ, რომ ფილები კვადრატებია და 50სანტიმეტრს შეადგენს მისი ერთი გვერდი. საქმე გაგვიადვილდა, ფილებით უცებ გადავითვალეთ და საბოლოო შედეგი ასეთი მივიღეთ:

• ჩიტაძის ქუჩა – სიგანე 13 მეტრი

• ჩიტაძიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე (პარლამენტის წინ) – 81 მეტრი

• ჭიჭინაძის ქუჩის სიგანე – 13 მეტრი

• ჭიჭინაძიდან ლესია უკრაინკამდე – I სკოლის წინა ტერიტორია – 86,5 მეტრი

• ლესია უკრაინკას ქუჩის სიგანე – 9,5 მეტრი

• ლესია უკრაინკადან ბესიკის ქუჩამდე – ჯეოსელის ოფისამდე: 65 მეტრი + საკუთრივ ბესიკის ქუჩამდე: 37,5 მეტრი – სულ: 102,5 მეტრი

• ჭიჭინაძის ქუჩა – პარლამენტის კედლიდან რუსთაველის სავალ ნაწილამდე – (”ჩაყოლებაზე”) 35 მეტრი

• ლესია უკრაინკას ქუჩა – პირველი სკოლის კედლიდან რუსთაველის სავალ ნაწილამდე – (”ჩაყოლებაზე”) – 26,6 მეტრი

• ჩიტაძის ქუჩიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გაყოლებაზე (ეროვნული მუზეუმის შესასვლელის მოპირდაპირე მხარემდე) – 90 მეტრი • რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის სიგანე – 21,5 მეტრი

• ქაშვეთის წინ ტროტუარის სიგანე – 15 მეტრი

• უშუალოდ ქაშვეთის შესასვლელის წინამდებარე ფილებიანი მოედანი – სიგანე 13 მეტრი, სიგრძე – 39 მეტრი

 

gvantsa koberidze

gvantsa koberidze

 

 

ჩვენი გათვლებით, ყველაზე მჭიდროდ ერთ კვადარტულ მეტრზე ეტევა 4ადამიანი ( ჩემი აზრით, ერთი კაცი აქ ნაჩუქარია მომიტინგეების სასარგებლოდ). მართალი გითხრათ, იმის განსაზღვრა გამიჭირდა, რომელ ქუჩაზე იქნება უფრო დიდი სიმჭიდროვე. ერთნაირი სიმჭიდროვით გამოვთვალე (აქაც საჩუქარი) და დაახლოებით ერთი ჰექტარია ფართობი. სულ 40 ათასზე მეტი კაცი არ დაეტევა მოცემულ ქუჩებზე. სწორედ ამ ქუჩებზეა მომიტინგეთა თითქმის სრული შემადგენლობა. 

ისე, წინასწარ რას ვაბრალებთ ამ ხალხს. დაველოდოთ 9 აპრილს და ვახოთ რას იტყვიან ჩვენი ტელევიზიები, ხელისუფლება და ოპოზიცია:) მერე უფრო ღირებული იქნება ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე სამუშაო.

April 4, 2009 - Posted by | MY ARTICLES

3 Comments »

  1. მეზიზღება გადატრიალებები. კინოებში და წიგნებში ჩანს მარტო ლამაზად, წითლად შეფერილად და პლუს, ამას თუ მომხიბვლელი სამხრეთამერიკელები აკეთებენ.
    საქართველო – არ მინდა სამხრეთ ამერიკა იყოს!
    ყოჩაღ, კარგი იდეაა რუსთაველის გაზომვა!!! მე ვიმედოვნებ, რომ არაფერი იქნება, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და თუ არ ჩაივლის, ძალიან ძალიან ბევრს დავკარგავთ. მომავალს, პირველ რიგში.

    Comment by Sophie Golden | April 4, 2009 | Reply

  2. მე მიხარია რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ და არა სხვამ………

    Comment by myfreespaceblog | April 5, 2009 | Reply

  3. მეტი არაა ჩემი მტერი ამ ფარჩაკებმა რაიმე რევოლუციის მოწყობის თავი ქონდეთ

    Comment by კახა | May 18, 2010 | Reply


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.