თბილისი – რუსთაველი – 10 აპრილი!
ქართველების საყვარელი გამოთქმით დავიწყებ – ჩვენ ყველაზე კულტურული ერი ვართ. ვინც 10 აპრილს რუსთაველის გამზირი ნახა, ამ მოსაზრებისგან შორს დადგებოდა.
დანაგვიანებული ქუჩები მათხოვრებით სავსე…
სუნი, რომელსაც მხოლოდ ბუნკერებში შეიძლება წააწყდე…
ბორდიულებზე ჩამოძინებული მომიტინგეები…
და, ამ ყველაფრის ფონზე, 9 აპრილის მემორიალთან სალოცავი ადგილი, მარიამ ღვთისმშობლის ხატი, გვერდით უამრავი ყვავილით.
10 აპრილის დილას, დაახლოებით, 11 სათის შემდეგ, რუსთაველზე ვიყავი. ქუჩები გადაკეტილი იყო, თუმცა, ხალხი ჯერ მხოლოდ პარლამენტის შენობის წინ იყო თავმოყრილი. მზადებაში იყვნენ. 4 საათისთვის ოპოზიციის ლიდერები უნდა მოსულიყვნენ. ამონტაჟებდნენ სცენას, მოიტანეს დიდი მანქანით ხმის გამაძლიერებლები. სცენაზე პრეზიდენტის კარიკატურები და წარწერები – მიშა წადი, მრავლად იყო.
ხალხის სახეზე მხოლოდ დაღლასა და უძილობას ამოიკითხავდით. თუმცა ეს იყო დილა, აქციამდე კიდევ ბევრი საათის წინ…
ბევრმა მკითხა – აქცია რომელ საათზეაო? ეს კითხვა რატომღაც ყველაზე მეტად მომეწონა. რას ელოდა ეს ხალხი? ლიდერებს, რომლებიც მათ სათქმელს იტყოდნენ? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აქციის დაწყებამდე შეკრებილი საზოგადოება `რევოლუციური` იდეებით დატვირთული ნამდვილად არ ყოფილა. საზრუნავი კი ერთი ჰქონდათ, როდის მოვიდოდნენ ოპოზიციის `ლიდერები` და როდის `დაიწყებოდა` მიტინგი`.



No comments yet.
Leave a Reply
-
Recent
- სად ვცხოვრობ!!!
- …
- გთავაზობთ ფოტოკოლაჟს სუფსიდან და გოგონების მხარდასაჭერად მუშთაიდის ბაღში გამართული კონცერტიდან…
- წითელი ხაზი!
- ჩემს გადაცემებზე!!!
- With Us Or With The Terorists!
- We Arabs don’t know what to do with democracy
- რუსეთი და ირანი – ბარაკ ობამას `გადამარესტარტებელი` პოლიტიკა
- და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა…
- საკანომანია
- თბილისი – რუსთაველი – 10 აპრილი!
- მოდიიიიიიიიიიიის, რევოლუცია მოდიიიიიიიიიიიიიიიიის! :))))))საცხრააპრილო მზადება:)
-
Links
-
Archives
- March 2010 (2)
- July 2009 (3)
- May 2009 (4)
- April 2009 (4)
- March 2009 (2)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS