საკანომანია
ადრე კარვები იყო, ახლა საკნები… გვანან კიდეც რაღაცით ერთმანეთს!თუმცა მათ შორის მთელი 20 წელია!
გავა კიდევ 20 წელი და მერე კომფორტულ გასაბერ ოთახებს დადგამენ რუსთაველზე… ჩამოვლენ და იცხოვრებენ. გაცილებით ადვილი გახდა რუსთაველზე ცხოვრება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.
მინახავს და გამიგია პროტესტის გამოხატვის ბევრი ფორმა, მაგრამ ასეთი ჯერ არა, კარვებს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ ის სხვა დრო იყო, მაშინ საბჭოთა იმპერიას ებრძოდნენ და ებრძოდნენ სუფთა ხელებით, ეროვნული გრძნობითა და სამშობლოს სიყვარულით. არსებობდნენ ისეთებიც, ხელს რომ ითბობდნენ არეულობაში და, უფრო მეტიც, ასეთ მომენტს ელოდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ გამონაკლისები გამონაკლისებად რჩებიან, ისტორია კი მათ ყველას ცალკეულ ადგილს მიუჩენს. მთავარი კი ის არის, რომ ახლა ხელისმომთბობთა შორის აღარც კი არიან ისეთები, რომლებიც ქვეყნისათვის იბრძვიან. ეს გულისტკივილია. მიკვირს, რატომ მტკივა გული, როდესაც ხშირად მიფიქრია-მე არ ვარ პატრიოტი. მაგრამ ამ ბოლო დროს, უცხო ეროვნების ადამინებთან ნებისმიერი კონტაქტისას ვგრძნობ, უფრო მიმძაფრდება საკუთარი ქვეყნისა და ეროვნებისადმი მძაფრი დაცვის გრძნობა.
თუმცა, ეს არ არის მთავარი. ყველაზე დამთრგუნველი ის არის, რომ ქვეყანაში მუდმივად კარვებია გაშლილი. ზოგჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რომ ასეა! ახლა საკნები, საკნები, საკნები. მთელი თბილისი გადაივსო ამ ნაკეთობებით. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იმასთან, რომ ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას. მაგრამ ვგიჟდები, როდესაც ხალხის ნება ამგვარადაა ზნედაცემული, მიწასთან გასწორებული და გაპარტახებული. ადამიანური საწყისებისაგან მოწყვეტილი და ჩირქწაცხებული. ნუთუ მხოლოდ საკან #5-ში ჩაჯდომაა ქართველობა, შემდეგ შარავანდედით ჩამოვლა რუსთაველზე და თაყვანისცემა?! აქედან მოდის ქართველის უბედურება. ილია, რომ წერდა- `რომ ჩვენ მიწაზე, ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო`-ო, ზუსტად ასე ვართ ჩვენც, რამდენიმენი, განთითოებულნი! მაგრამ კვლავ ილიას დავესესხები და ვიტყვი `არსაიდან ხმა, არსით ძახილი`!
დავწერე იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცი სადაა ჭეშმარიტება, სადაა გამოსავალი. ერთი კი ვიცი დანამდვილებით, საზოგადოებაა ასეთი, შერცხვენილი, არაეროვნული, უსახელმწიფოოდ დარჩენილი.
ახალი ტალღა გვინდა, რომ გადაურაოს ერთაბაშად ქართველ ხალხს (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვას – საზოგადოება), იდეები გვინდა გამჭვირვალე და სუფთა, მისაღები და ადვილადგასაგები.
და ხალხი გვინდა…
ხალხი – რომელიც ამას ყველაფერს გაიგებს. ხალხი კი არ არის, სად სცალიათ, საკნებში არიან და როდის მოიცლიან კაციშვილმა არ იცის! ამიტომ, ჩემმა წერილმაც მომავალში გადაინაცვლა განუსაზღვრელი დროით!
5 Comments »
Leave a Reply
-
Recent
- სად ვცხოვრობ!!!
- …
- გთავაზობთ ფოტოკოლაჟს სუფსიდან და გოგონების მხარდასაჭერად მუშთაიდის ბაღში გამართული კონცერტიდან…
- წითელი ხაზი!
- ჩემს გადაცემებზე!!!
- With Us Or With The Terorists!
- We Arabs don’t know what to do with democracy
- რუსეთი და ირანი – ბარაკ ობამას `გადამარესტარტებელი` პოლიტიკა
- და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა…
- საკანომანია
- თბილისი – რუსთაველი – 10 აპრილი!
- მოდიიიიიიიიიიიის, რევოლუცია მოდიიიიიიიიიიიიიიიიის! :))))))საცხრააპრილო მზადება:)
-
Links
-
Archives
- March 2010 (2)
- July 2009 (3)
- May 2009 (4)
- April 2009 (4)
- March 2009 (2)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS
ნინი მართლა ძაან მაგარი სტატიები გაქვს… რაც ყველაზე ძალიან მომწონს ესაა იუმორი, რომელიც ყველა სტატიას თან სდევს… მასე გააგრძელე…
რა უცნაურია , ბევრი ადამიანის განწყობა სწორედ ისეთია როგორიც შენი, ხოდა ვინღა დგას ქუჩაში ნეტა?
რაღაც მსგავსი მეც დავწერე ერთ ერთ ბლოგზე და გადამიარეს.
9აპრილის შემდეგ დღეს გავედი პირველად თავისუფლებაზე და გული შემიწუხდა, საშინელება იყო.
((
საკნებში წამოგორებული ჯანმრთელი კაცები, რომლებიც მერე დაიწყებენ, სამუშაო არ გვაქვსო. წავიდნენ, გამოძრავდნენ, მიწა დაამუშავონ… საზიზღები არიან და ნამდვილი ბრბო, რომელიც გამოვა და შუა ქუჩაში წამოწვება. ოპოზიციონერების მარაზმობასა და ცხოველობაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია.
როდის დამთავრდება ეს კარვების ქალაქობანა ნეტა? ფსიქიკა დაგვიავადდა
კარვები არა – ვოლიერები
ქუჩაში დგას ის, ვისაც მეტი საქმე არ აქვს. მაატიოს საზოგადოებამ, მაგრამ, ასეა! და, საერთოდ, ძალიან ცოტა დგას!