World Without Dogmata

და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა…

   გიორგი საჯაიას შესახებ გსმენიათ? პოეტია!

   რატომღაც არასოდეს მიზიდავდა თანამედროვე მწერლობა, მხატვრობა, პოეზია, მუსიკა და, საერთოდ, თანამედროვეობანი. საშინლად არ მომწონს პიკასოს მხატვრობა! არცერთი მისი ნამუშევარი. მომწონს რემბრანდტი, იან ვან ეიკი, ჯონ ევერეტ მილესი. ვფიქრობდი ხოლმე, მხოლოდ ძველს აკეთებენ, ახალს ვერაფრს ქმნიან და თუ ქმნიან – არა ღირებულს, არამედ ერთთვიანს. ის, რასაც ფასი დაეკარგება, რასაც პოპულარობის უმაღლესი წერტილიდან ქვედა ზღვარამდე მხოლოდ ერთი თვე აქვს სასიცოცხლო ვადად. ასეთები ყოფილან, არსებობენ და იარსებებენ კიდეც.

  მაგრამ გიო საჯაია ვიპოვე www.literatura.ge – ზე. ვფიქრობ, თანამედროვე პოეზიისადმი ასეთი დაინტერესება არასოდეს მქონია. გიორგი წერს არაჩვეულებრივად, ერთგვარად ურითმოდ, მაგრამ ლამაზად. რაც ყველაზე მთავარია, შინაარსი აქვს ისეთი – რომ გინდა ადამიანს თქვა , მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბამ. 

  ეს ის ლექსია, სათაურში რომ მიწერია ნაწყვეტი!

                                    Heureka

  ევრიკა! ღმერთი! – რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი…

და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,

რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე

და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

 

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,

თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,

ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,

რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

 

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს – “რესეტი”,

რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,

რომელიც მოკლეს… მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,

მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

 

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,

დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),

ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,

ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

 

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს…

ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,

ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს

სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

 

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს,

რვეულებს, ხელნაწერებს – დედაბუდიან-

ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,

და ჩაუძახო – თავის ფეხით სადაც დადიან!

 

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ

წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,

რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ

და რომლის იქით არის რაღაც, სახელად – “მორჩა”…

 

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა

სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე

და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,

რომ ღმერთი… ღმერთი – რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!

 

 

55f42af7773f

   ლექსი რამდენიმე წლის წინ არის დაწერილი, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს. დღევანდელს შეესაბამება.

   მე ასე ვერასოდეს აღვწერდი იმას, რასაც განვიცდი. ამიტომაც არ ვარ, ალბათ, პოეტი. მოკლედ გიომ ჩემი სათქმელი თქვა!

May 1, 2009 - Posted by | MY ARTICLES

4 Comments »

  1. :ლოლ:
    მთლად ასეც არაა, შენც დაწერდი ასეთ ლექსს, რატომღაც მგონია ;)
    მეც ადრე ამ საიტზე ვნახე ეს ლექსი, გავხალისდი ;)

    Comment by Sophie Golden | May 3, 2009 | Reply

  2. მეც მომწონს ამ ადამიანის პოეზია.

    Comment by ნინი | June 1, 2009 | Reply

  3. ძალიან ძლიერია, გიორგი! მიყვარს!

    Comment by Nino | July 13, 2009 | Reply

  4. კი არ არის ცუდი პოეტი იორგი რაზეა საუბარი, მაგრამ არმგონია მისმა პოეზიამ დროს გაუძლოს. ჩემი სუბიექური აზრია ეს მხოლოდ და მხოლოდ

    Comment by lado | June 19, 2010 | Reply


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.