We Arabs don’t know what to do with democracy
18 მარტს კუვეიტის ემირმა შეიხ საბა ალ საბამ გამოაცხადა პარლამენტის დათხოვნის შესახებ. “ზოგიერთი პარლამენტარი ბოროტად იყენებს დემოკრატიულ ღირებულებებს და მათი მუშაობა წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის” – ამბობს ემირი. სატელევიზო გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ზოგიერთთა უპასუხისმგებლო საქციელის გამო და ნაციონალური ერთობის შესანარჩუნებლად
ემირმა (უკვე მეორედ წელიწად-ნახევარში) დაითხოვა პარლამენტი და გამოაცხადა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ორი თვის შემდეგ 17 მაისს.
ცოტა ისტორიაც…
1613 წელს მასობრივი გვალვის შედეგად არაბეთიდან ჩამოსული ტომები დასახლდნენ აუთვისებელ ადგილას…
დღეს მას ერთერთ უმდიდრეს ქვეყნად მიიჩნევენ.
მსოფლიო ნავთობმარაგის 10% წილი კუვეიტზე მოდის.
პირველი არაბული სახელმწიფო, რომელმაც პარლამენტი შემოიღო 1962 წელს.
კივეიტში ეთნიკური კუვეიტელი მხოლოდ 1 მილიონი ცხოვრობს.
და კიდევ ერთი გამოკვეთილად დამახასიათებელი ნიშანი – ხშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (საპარლამენტო მმართველობის 47 წლიანი ისტორიის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა 5-ჯერ)
რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობას, შიდა პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სახელმწიფო ორგანოების მუდმივი დავა, დაპირისპირება პარლამენტსა და ნაციონალურ ასამბლეას შორის და ა.შ.
მმართველობის ფორმით – კონსტიტუციური მონარქია. სათავეში დგას ემირი, იგივე შეიხი, რომელის მოვალეობაა დანიშნოს ქვეყნის პრემიერმინისტრი. მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაშია, ეგრეთ წოდებული, ნაციონალური ასამბლეა, რომელიც 15 წევრისაგან შედგება. სწორედ ამ ორგანოს ევალება ახალი ემირის კანდიდატურის დამტკიცება მას შემდეგ, რაც მას სამეფო ოჯახი წარადგენს.
რამდენიმე სიტყვა ქვეყანაში მოქმედ კანონპროექტზეც. ახალი კანონის წარდგენა ან არსებულში ნებისმიერი ცვლილების შეტანა მხოლოდ ემირს შეუძლია, თუკი ასამბლეის 2/3 მაინც მისცემს ხმას. 2005 წლის 16 მაისს ასეთი ცვლილება იყო მანდილოსნებისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მიცემა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ადმინისტრაციული ურთიერთობების განვითარების მინისტრად დანიშნა ქალი – მასუმა მუბარაკი.
უდროოდ დანიშნულ არჩევნებზე…
გასამართლებელი არგუმენტი ერთია _ პარლამენტი ვერ უმკლავდება კრიზისს და არ იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელიც კი იყო, რადგან პრემიერმინისტრი არ მივიდა პარლამენტში შენიშვნებისა და კითხვების მოსასმენად (პრემიერ მინისტრი ემირის ძმიშვილია)
მთავრობა პარლამენტს აბრალებს კრიზისს, თუმცა პარლამენტის პრესსპიკერი იასეფ ხორაფი ამტკიცებს, რომ “უსამართლობაა, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ნეგატიურ საკითხებზე, მინისტრებიც ასევე არიან დამნაშავენი პოლიტიკური კრიზისისას.”
ამ საქმესთან დაკავშირებით გაჩნდა სხვადასხვა ექსპერტთა განსხვავებული მოსაზრებებიც. არჩევნების ჩატარებამდე მთავრობას აქვს უფლება პარლამენტისგან დამოუკიდებლად, მისი დამტკიცების გარეშე მიიღოს ახალი გეგმა ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად. ექსპერტთა ერთი ნაწილი არ ეთანხმება არსებულ შეხედულებას. თვლიან, რომ დეპუტატების არასაკმარისი ძალისა და ეკონომიკურ სფეროში გამოუცდელობის გამო, ქვეყანა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. პარლამენტის დაშლა საფრთხის წინაშე აყენებს ქუვეითის ეკონომიკას და შესაძლოა ეკონომიკურ გეგმას 5 ბილიონიანი ზარალი მიაყენოს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოეხმაურა ალ-ვატანის ჟურნალისტი. მისთვის პარლამეტის დაშლა და ახალი არჩევნების გამოცხადება არაა სწორი პოლიტიკა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თითქმის იგივე შემადგენლობა იქნება ახლადარჩეულ პარლამენტშიც. ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეს, კარგად გააცნობიეროს დემოკრატიული ფასეულობები.
საწინააღმდეგო მოსაზრება ჩამოაყალიბა საინვესტიციო ბანკი EFH-hermes ეკონომისტმა მონიკა მალიკმა. ამბობს, რომ ახალი არჩევნები ნამდვილად გააუმჯობესებს სიტუაციას, თუმცა სიძნელეები კლავაც გაგრძელდება პარლამენტში, თუ იგი კვლავ დაკომპლექტდება ისლამისტებით მხოლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას პარლამენტის ხშირი გამოცვლის დიდი გამოცდილება აქვს, ეს ცვლილებები ეკონომიკისთვის მაინც სახიფათოა, მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში. პარლამენტის დაშლა საფრთხის წინაშე აყენებს ქუვეითის ეკონომიკას და შესაძლოა ეკონომიკურ გეგმას 5 ბილიონიანი ზარალი მიაყენოს.
ფაქტი ერთია _ ქვეყანამ უცხოურ ფირმასთან, კერძოდ, Dოწ ჩჰამიცალ – თან თანამშრომლობისას 17 ბილიონი აშშ დოლარი იზარალა.
კუვეიტში შექმნილი მდგომარეობა ცოტათი ეხმაურება კიდეც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაუბულობას.
მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე…
მაგრამ აქ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, ქართველი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით (რომლებიც ფსევდო ნაციონალურ-ტრადიციული იდეებით “კვებავენ” საზოგადოებას), კუვეიტელები ღიად აცხადებენ, რომ We Arabs don’t know what to do with democracy.
2 Comments »
Leave a Reply
-
Recent
- სად ვცხოვრობ!!!
- …
- გთავაზობთ ფოტოკოლაჟს სუფსიდან და გოგონების მხარდასაჭერად მუშთაიდის ბაღში გამართული კონცერტიდან…
- წითელი ხაზი!
- ჩემს გადაცემებზე!!!
- With Us Or With The Terorists!
- We Arabs don’t know what to do with democracy
- რუსეთი და ირანი – ბარაკ ობამას `გადამარესტარტებელი` პოლიტიკა
- და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა…
- საკანომანია
- თბილისი – რუსთაველი – 10 აპრილი!
- მოდიიიიიიიიიიიის, რევოლუცია მოდიიიიიიიიიიიიიიიიის! :))))))საცხრააპრილო მზადება:)
-
Links
-
Archives
- March 2010 (2)
- July 2009 (3)
- May 2009 (4)
- April 2009 (4)
- March 2009 (2)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS
ჰოდა, ვისაც არ უნდა, რატომ უნდა დააძალო :ლოლ:
ეხ ჩვენზე წყალწაღებულებიც ყოფილან პოლიტიკურად მაგრამ ეს ნავთი რამდენს წყვეტს ამ დალოცვილ ღმერთს ეგ როგორ გამორჩა ჩვენს ქვეყანაში ????