World Without Dogmata

წითელი ხაზი!

ტელეკომპანია `იმედზე` გასული სიუჟეტი სუფსელ ბავშვებზე, რომელთაც ცილი დასწამეს, განათლების მიღების საშუალება აუკრძალეს და სოფლიდან გახიზვნაშიც შეუწყვეს ხელი, ჩემთვის შემძვრელი აღმოჩნდა. პროტესტის გრძნობა მაშინვე გამიჩნდა, თუმცა, ვფიქრობდი, არ მქონდა ხელთ ის ბერკეტები, რისი მეშვეობითაც მათ მხარდაჭერას მოვახერხებდი.

შევიტყვე, რომ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ამასთან დაკავშირებით დისკუსია ეწყობოდა. რა თქმა უნდა, წავედი.
მოკლედ, გადაწყდა – რამდენიმე დაინტერესებული პირი უნდა წავსულიყავით სუფსაში. ჩვენი მიზანი იყო მხოლოდდამხოლოდ ბავშვების ნახვა, მათ ოჯახის წევრებთან საუბარი და მაქსიმალური მხარადაჭერა.
დილას 9 საათზე გავდიოდით. წინა დღითვე მოვემზადე და განვეწყვე წასასვლელად. ვიცოდი, მგზავრობა დამღლელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩემი ინტერესი, რომ განსაცდელ უსიამოვნებებს გადააჭარბა.
თუმცა, მგზავრობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გავიცანი ადმიანები, მოვისმინე მათი აზრი. გზაში გამუდმებით ვსაუბრობდით სკოლის დირექტორზე, რომელთან შეხვედრასაც არ ვგეგმავდით. მაგრამ, ვინაიდან ბავშვები ჯერ არ გვენახა, გაცილებით აქტუალური გახდა დირექტორის დამსახურებულად გაკიცხვა.
რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩავედით ლანჩხუთში. ცოტ-ცოტა პრობლემები შეგვექმნა სოფლის მოძებნასთან დაკავშირებით. შემდეგ სახლის მიგნებაც გაგვიჭირდა, თუმცა ბელა შანავას ოჯახის წევრების გაცნობა უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
თავდაპირველად, როგორც ველოდით, პროტესტი გამოხატეს ოჯახის წევრებმა, გასაუბრება არ მოინდომეს, მაგრამ შეიტყვეს რა ჩვენი მეგობრული ვიზიტის შესახებ, მაშინვე შინ მიგვიპატიჟეს.
ბავშვი სახლში არ იყო . მამიდასთან, ომფარეთში, წასულა ამ ამბების შემდეგ. მის გარდა მთელი ოჯახი- ორი და, ბებია, ბაბუა, დედა და მამა (მეზობლები, თავისთავად) შინ დაგვხვდნენ. მამა ნაკლებად საუბრობდა, დედაც დათრგუნული მომეჩვენა, თუმცა, შეძლო, ჩვენთან გახსნილიყო და ესაუბრა გულღიად, რომ მისი შვილი, როკ-კონცერტზე გაპარვით, მხოლოდ ოჯახის წინაშეა დამნაშავე და არანაირად არ უნდა გამხდარიყო ეს საჯარო დისკუსიის საგანი.
მაგრამ ფაქტი ფაქტდა რჩება. ბავშვებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. ლია კვარაცხელიამ დაამთავრა, თუმცა ბელა ჯერ კიდევ 16 წლისაა და აღარანაირი სურვილი აღარ აქვს, სწავლა იმავე სკოლაში განაგრძოს.
ბელას ოჯახის წევრები მხარს უჭერენ (განსაკუთრებით ბაბუა) და ცალსახად უარყოფენ გავრცელებულ ჭორს მისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. თავად ბელას სანახავად დედა წამოგვყვა. გზად ლიას ოჯახს შევუარეთ. სრულიად განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა იქ. დედა დეპრესირებულია. ბავშვი თავის დასთან არის გახიზნული, ჭიათურაში. თავდაპირველად მათაც იუარეს ჩვენთან საუბარი, თუმცა, როდესაც მოვდიოდით, ლიას დედამ თქვა, რომ მხოლოდ ჩვენგან იგრძნო მხარდაჭერა ამდენი ხნის განმავლობაში. ძალიან გაუხარდათ, როდესაც კონცერტის შესახებ გაიგეს, რომელიც ბავშვების პატივსაცემად მოეწყობა.
ლიას ოჯახს დავემშვიდობეთ და ბელას სანახავად წამოვედით. თავიდანვე იკითხა, კამერები არისო? რომ გაიგო, უკამეროდ ვიყავით, მაშინვე მოვიდა.
მიკვირს, როგორ შეიძლება გურიის ერთერთ მივარდნილ სოფლეში, 16 წლის ბავშვი იყოს ასე განვითარებული, შეძლოს კითხვებზე ჩამოყალიბებული პასუხების გაცემა და ისაუბროს თავისუფლად. მოკლედ, აღფრთოვანებული დავრჩი ბელათი. სამწუხაროდ, ლიას ნახვა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ, იმედი მაქვს მათ პატივსაცემად გამართულ კონცერტზე მის გაცნობასაც მოვახერხებ.
ცოტა ჩემს მოსაზრებებზეც…
ფაქტი ერთია, რომ სკოლიდან, რომელშიც ეს გოგონები სწავლობენ, ბავშვები ბევრს ვერაფერს წამოიღებენ. ჩემი მტკიცე რწმენით, სკოლა მხოლოდ გეოგრაფიაში ქვეყნების საზღვრების, ისტორიაში წლების დაზუთხვისა და მათემატიკური ფორმულების დაზეპირების ადგილი არ არის. ბავშვები უნდა აღიზარდონ, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, რათა შემდეგ მათ შეეძლოთ გააკეთოს მათთვის სასიკეთო არჩევანი ნებისმიერ სფეროში. ნებისმიერი მასწავლებლის მიზანს ეს უნდა წარმოადგენდეს და არა სხვის მიერ მოგორებული ჭორების კამერის წინ სხაპა-სხუპით მოყოლა. გაცილებით დიდია გმირობა იმ ადამიანისა, რომელიც ბავშვს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, ვიდრე იმ მასწავლებლისა, რომლის მოსწავლეებმაც ზეპირად იციან, მაგალითად `შუშანიკის წამება~.
როდესაც ბელა ვნახე, სიამაყე ვიგრძენი. მივხვდი, რომ მისი აზროვნება აბსოლუტურად დაცლილია იმ ნაგვისგან, რასაც მისი თანასოფლელები ასე ფესვგადგმულად ატარებენ და ვერც კი ხვდებიან აუცილებლობას, ამ სრულიად გამოუსადეგარი მასის მოშორებისა.
ყველაფერ ცუდში რაღაც კარგი მაინც გამოერევა. კარგია ის, რომ ეს ბავშვები არსებობენ. კარგია ისიც, რომ მათ შეძლეს ოჯახის, ყოველდღიურობის, ჭორებისა და მათთვის უკანონოდ დაწესებული მოვალეობებისგან გათავისუფლება. დაე, აკეთონ ის, რაც მათ მიაჩნიათ მართებულად, უსმინონ იმას, რაც სურთ და ეს იყოს ის წითელი ხაზი, რაც საბოლოოდ გაივლება მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ლექტორებს შორის.

Advertisement

July 13, 2009 - Posted by | MY ARTICLES

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.