World Without Dogmata

გული მწყდება, მაშინ, როდესაც მთავრდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება მეორე… და, საერთოდ, გული მწყდება მაშინ, როდესაც რაღაც მთავრდება, თუნდაც ცუდი! არ მიჭირს ახალი ურთიერთობების დაწყება და, ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მერე ხშირად მწყდება გული…ახლა საშინლად ვარ… მიზეზთა და მიზეზთა გამო… და ეს ცუდია, თან ძალიან… კარგი ის არის, რომ როდესაც ვკითხულობ შემდეგ ჩემს ნაწერებს მეცინება, ამაზეც გამეცინება… ამით ვიმხნევებ თავს… და წავა, იმედია, წავა მალე…მსუბუქად, შეუმჩნევლად გაიხურავს კარს და სამუდამოდ ჩაქრება… ჩემთვის… სული მეხუთება… ყელში რომ ჩხარუნებს რაღაც, არასასიამოვნო, საშინელ გემოს რომ გიტოვებს და გაიძულებს,  სუნთქვა შეაფერხო…
ჰაერი,…ჟანგბადი… წყალი… მომეცით… მწყურია… სიცოცხლე მინდა…მაჩუქეთ… თითქოს ინათა, სადღაც შორს – გულის სიღრმეში…ბურუსი მიმოიფანტა… მაგრამ… მაგრაააამ… რა გარანტიაა, რომ ხვალ ისევ ისე არ ჩამოწვება ნისლი, სწორედ ისეთი, ვერავის რომ ხედავ, წინ წასვლა რომ გიჭირს და გრძნობ, როგორ ხარხარებს შენს მხრებს უკან სატანა ზანტად…
და, აი, გათავდა… როგორც იქნა, ამოისუნთქა სატანამ… შეწყდა რამდენიმე წამით, შეიძლება ერთითაც… მთელს სხეულს სიამოვნება იპყრობს… და იტრუნები… ისევ იწყება… მაგრამ ბგერები არც თუ ისე მკვეთრია… ნატრობ იმ წამს საერთოდ რომ არ გესმოდა და თვალებს ხუჭავ… სატანა კი ისევ ხარხარებს …დაგცინის შენ და დასცინის ყველას, ვინც ამ ნისლშია გახვეული… ფოთლები ცვივა… ფოთლებიიი?? რა უნდათ ამ ზამთარში ფოთლებს… ფოთლები კარგა ხანია, დაცვივდა, გახმა, გაიფიტა… ისინი მინდა, ფოთლები მინდა, ისინი დაახშობენ ამ ხარხარს… ისინი მიპატრონებენ ამ ქვეყნად ყველაზე მარტოსულსა და ერთად დარჩენილ ადამიანს… ფოთლები მშია… ჩემს სულს შია…დიდი, დაძარღვული ფოთლები… მინდა და გთხოვთ… გემუდარებით…
სისველე ვიგრძენი…ნისლმა იცის ნესტი, მაგრამ სიმლაშე? რას უნდა ნიშნავდეს? რააა???… არა, არ არსებობს, რა სისულელეა. ვინ? მეე? ნაბოდვარია… რა ცრემლი, რის ტირილი…გაყინულ ლოყებზე ტბილი წვეთები წვეთავენ…აი, ისინი არიან ზუსტად, წეღარ რომ ვამბობდი – მლაშეები… გამჭვირვალეები… მთელი განცდები რომ მოაქვთ… ნიაღვარია… და ცივა, ყინავს… სუსხია და რა, უფოთლო ხეებს სად შესწევთ ძალა…ცახცახებენ…არსად სიმწვანე…მოჟამული, გახრწნილი ნივთების ფერი საღამოა… სულის შიმშილი? გარანტირებულია…გვერდით გავიხედე… რა შემზარავია აჩეხილი ვენახი, თითქოს სიცოცხლე შეწყვეტილაო…ორიოდ მეტრი მაქვს გასავლელი, რაღაც ხაზი ჩანს…ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კი, ვიცი… ამ გზას რა პირველად კი არ გავდივარ… უბრალოდ დამავიწყდა, ჩემდაუნებურად… რამხელა დრო გასულა… აღარ მეგონა მეორედაც თუ გამოვივლიდი… ჯერ შუაში ვარ…ეგებ ვერც კი გადავიარო… ნაკვთი შეირხა, შემამაცივნა. არადა, ორიოდ მეტრი მაშორებს მიზანს… უკვე თოვს… და მაღლა, ჩემს სხვირსა და ყურებში ღიღინი გაისმის… მუსიკაა… ვყვები – გადავრჩი…
Advertisement

March 7, 2010 - Posted by | MY ARTICLES

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.