World Without Dogmata

სად ვცხოვრობ!!!

ვცხოვრობ იქ, სადაც სხვებიც ცხოვრობენ, იქ, სადაც ყველას ერთი რამ გვაერთიანებს – ოცნება ევროპაზე, მსოფლიოზე საზღვრების გარეშე, კანონიერებაზე, დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, სისუფთავეზე, განათლებაზე, სამსახურებზე და კიდევ უამრავ წვრილმანზე…
ვცხოვრობ იქ, საიდანაც აღფრთოვანებული ბრუნდებიან უკან ჩასული უცხოელები. იქ, სადაც ყველას მოსწონს ბუნება, ხალხის სტუმართმოყვარეობა, ოჯახში შეპატიჟებები, სუფრა, მინერალური წყლები, ზოიერთი ტრადიცია…
ვცხოვრობ იქ, სადაც სულ რევოლუციებია, ლიდერების აღზევება, შემდეგ ჩამოგდება… ვცხოვრობ იქ, სადაც სულ ერთიდაიგივე სახეები მიდი-მოდიან თანამდებობებზე (მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ ირანის შემდეგ)…
ვცხოვრობ იქ, სადაც ეკლესიაში ფოტოს გადაღება 1 ლარი ღირს, ხოლო გადაუხდელობა 100 ლარიან ჯარიმას იწვევს… იქ, სადაც სასულიერონი ბიზნესმენობენ… იქ, სადაც მღვდლები ჯიპებით დადიან და სახლებს იშენებენ, საქმეებს არჩევენ, ნათლავენ 300 ლარად, ყიდიან `ინდულგენციებს~ ე.წ. `შეწირული~ ლოცვების სანაცვლოდ…
ვცხოვრობ იქ, სადაც ყველა იბადება უთანასწორო რწმენის, სქესისა და რასის მიხედვით…
ვცხოვრობ იქ, სადაც ყველა `სწავლობს~, ყველა `განათლებულია~…
ვცხოვრობ იქ, სადაც `არატრადიციულებს` დასდევენ და დევნიან მმკ-ელები …
ვცხოვრობ იქ, სადაც ყველას სცივა ზამთარში და ცხელა ზაფხულში… სადაც მუდამ გპირდებიან, თავს გიქნევენ და გეთანხმებიან… იქ, სადაც თავს არ განებებს ოცნება სუფთა ქუჩებზე, ლამაზ ქალაქსა და ამაზე უფრო მშვენიერ ადამიანებზე…
მეც ვცხოვრობ, სხვებიც ცხოვრობენ …
თან მიყვარს, ყველას მირჩევნია… მაინც მირჩევნია…
Advertisement

March 9, 2010 - Posted by | MY ARTICLES

3 Comments »

  1. რაღაცეებში გეთანხმები, რაღაცეებზე შეიძლება კამათი. ..
    P.S. რატომ პასიურობ და არ რეგისტრირდები ბლოგროლზე??:)

    Comment by lextempus | March 14, 2010 | Reply

  2. ბლოგოსფეროში დავძრომიალობდი და შემთხვევით შემოვეხეტე, ნინა:):):)

    დაამატე ესეც: სადაც ხელისუფლება სანახაობის სახით ადამიანის დაპატიმრების სცენებს გვთავაზობს, პურის ნაცვლად კი ცრუ ენთუზიაზმით სავსე სატელევიზიო გამოსვლებს…

    ისე, არ გინდა,ეს თემა შეცვალო??

    Comment by tamara | April 3, 2010 | Reply

  3. vcxovob titqmis asebul samyao7i da sruliad vasebob me.

    Comment by bela | May 3, 2011 | Reply


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.