World Without Dogmata

With Us Or With The Terorists!

ობამას ადმინისტრაციის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის…

ამერიკის შეერთებული შტატები და სირია…

სირიაში წარგზავნილი აშშ-ის ორი ოფიციალური წარმომადგენელი…

ჯეფრი ფელტმენი, სახელმწიფო მინისტრის ასისტენტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, და დენ შაპირო, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წევრი შუა აღმოსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით.

ჯეფრი ფელტმენი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად იქნება პროგრესი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. და არამარტო… ასევე რეგიონალურ საკითხებზეც იქნება შეთანხმებები.

იმად მუსტაფა (სირიის ელჩი აშშ-ში) – აშკარაა ცვლილება ამერიკელთა მხრიდან საუბრის ტონში. მათ თავი დაანებეს იმ იდეას, რომ სირიას უნდა ეკთებინა ესა და ეს. ისინი მოწოდებულნი არიან დიალოგისთვის, განსაკუთრებით – ბოლო წლებში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ.

ეს მოვლენა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც აშშ-ს 2005 წლიდან სირიასთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

მაგრამ, მოდით, ყველაფერი ისტორიიდან დავიწყოთ…

1975 წელს ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც 15 წელს გასტანა. ლიბანმა მოსთხოვა არაბულ ლიგას შეიარაღებული ძალები, რომლებიც სამშვიდობო მისიას შეასრულებდნენ. ლიბანში გაიგზავნა ჯარი, ძირითადად სირიელებისაგან დაკომპლექტებული, რომელთაც უნდა დაეცვათ ქრისტიანები მუსულმანებისაგან. 1986 წელს ლიბანმა მოითხოვა სირიული ჯარების გასვლა, მაგრამ სირიელები დარჩნენ ოკუპაციურ ჯარებად, ყოველგვარი კანონის წინააღმდეგ.

2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს ლიბანის პრემიერმინისტრი რაფიკ ჰარირი, ამ დროს ჩამოვარდნილი ბომბის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. მკველობაში ბრალი სირიულ მხარესაც ედება. და სწორედ პრემიერმინისტრის მკვლელობის შემდეგ მოხდა ე. წ. Cedar Revolution (ლიბანის დროაშაზე კედრის ხეა გამოსახული). სირიის საუკუპაციო ჯარებმა დატოვეს ლიბანი.
რემარკის სახით – ჯეფრი ფელტმენი იყო აშშ-ს ელჩი ლიბანში კედარის რევოლუციის დროს

სირია აქტიურად უჭერს მხარს ჰამასისა (ისლამური პალესტინური პოლიტიკური ორგანიზაცია სამხედრო რესურსების მქონე, 2007 წლის ივნისიდან აკონტროლებს ღაზას სექტორის პალესტინურ ნაწილს) და ჰესბოლას (შიიტურ ისლამისტური ორგანიზაცია ლიბანში, ასევე სამხედრო რესურსებით, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში – ეხმარება სკოლებში, საავადმყოფოებში, სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში მომუშავე შიიტებს) მოქმედებებს. ეს ორგანიზაციები კი აშშ-ის, კანადის, ნიდერლანდების, ისრაელის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის მიერ აღიარებულები არიან ტერორისტულ დაჯგუფებებად.
რემარკის სახით – მარგარეტ სკობი სირიაში აშშ-ის ბოლო ელჩი.

აშშ-ისა და სირიის ურთიერთობა გაყინული იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სმ დროს მხოლოდ ორჯერ შეხვდა კონდოლიზა რაისი სირიულ მხარეს 2007-2008.

სირია ირანის მოკავშირეა ატომური იარაღის წარმოებაში.propaganda-main_full1

და ახლა…

სირიას სურს, დასრულდეს მისი დიპლომატიური იზოლაცია. მათ სჭირდებათ ამერიკული სამშვიდობო ძალები რეგიონში, რათა დაიბრუნონ 1967 წელს ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიოტორია (გოლანის მაღლობები). ასევე განაგრძოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელთან (თურქეთის შუამავლობით).
აშშ-ს სურს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სირიასთან. სირიის ართანამშრომლობა ჰამასთან, ჰესბოლასთან, ირანთან. სირიის დახმარება ერაყში.

თუ მოხდება შეთანხმება სირიასა და ისრაელს შორის – სირია შეეცდება გოლანის მაღლობების დაბრუნებას, ისრაელს უნდა შეწყვიტოს სირიამ ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა.
რემარკის სახით – ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, სირიამ და ისრაელმა თითქმის მიაღწიეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, უბრალოდ ისინი ვერ შეთანხმდნენ ტერიტორიის მხოლოდ 50 მეტრზე.

ელიას მურადმა ალ-ბაათის რედაქტორმა განაცხადა – აშკარაა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ხვდება, რომ სირიასა და შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობის გაუარესება მოიტანა დიალოგის არარსებობამ. ასევე აანალიზებს ახალი ადმინისტრაცია თუ რამხელა დატვირთვა მოდის დიალოგებსა და შეხვედრებზე ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისათვის.

თაბეთ სალემმა, კიდევ ერთმა სირიელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წყნარადაა, რადგან ობამას ადმინისტრაციისგან პოზიტიური და ენერგიული მესიჯები მოდის მხოლოდ.

May 7, 2009 - Posted by | My Articles From Mediaclub

No comments yet.

Leave a comment